კომაროვის კურსდამთავრებული, მარიამ როგავა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტია!

მარიამმა კომაროვის სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, 100 პროცენტიანი გრანტით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ფიზიკის მიმართულებით ჩააბარა. მისი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულა 2302.3-ს შეადგენს და საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალია.


მარიამი 2016-2017 წლებში "ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე" (EGMO -European Girls' Mathematical Olympiad) რუმინეთსა და შვეიცარიაში ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


კომაროვის სკოლა მომავალშიც წარმატებებს უსურვებს მარიამს!

 


ზემოთ